პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის გოგი თოფაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„იურიდიულად, მგონი, არავის არ აქვს უფლება სხვისთვის მანდატის ჩამორთმევის, გარდა მთლიანად პარლამენტისა, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში. მორალურად შეიძლება ერთ კაცს ჰქონდეს უფლება, მიუთითოს ვინმეს, რომ დატოვოს პარლამენტი. ეს ის კაცია, ვინც ისინი გაიყვანა", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, გოგი თოფაძე „ქართულ ოცნებაში" „გინდ ყოფილა, გინდ - არა". ხიდაშელმა გადაცემა „არჩევანში" განაცხადა, რომ თოფაძე პოლიტიკური წონის თვალსაზრისით არანაირი გადაწყვეტილების მიმღები ძალის მატარებელი არ არის.