logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელია: სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ფერმერობის და მეწარმეობის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამოკვეთილი პრიორიტეტია
- +

13 ოქტომბერი. 2020. 11:24

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საშანაოს და კვარაცხელიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

 

„ქალაქ წალენჯიხაში საშანაოს და კვარაცხელიას ქუჩების მოსახლეობას შევხვდი, ხალხის განწყობა დადებითია, რადგან ხედავენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელსაც საქართველო ახალ სივრცეში შეჰყავს.

 

ქალაქში გამართული შეხვედრების შემდეგ, ულამაზესი ჯგალისა და ნაკიფუს მოსახლეობას შევხვდი. შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროექტებთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ფერმერობის და მეწარმეობის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამოკვეთილი პრიორიტეტია და ბოლო წლებში სულ უფრო მეტი რესურსი მიემართება სოფლის გასაძლიერებლად.

 

ჩვენი გუნდის პრიორიტეტია ყველა სოფელი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მორგებული. ეს ამ სოფლების მაგალითზეც კარგად ჩანს. ჯგალში ვაშენებთ საბაზისო სკოლას, რომელიც მომავალ წელს დასრულდება, სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი.

 

ნაკიფუში ცენტრალურ გზას სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ, ავაშენეთ ახალი საექიმო ამბულატორია, აგრეთვე ლეჟაში მიმდინარეობს 60 ბავშვზე გათვლილი საბაზისო სკოლის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner