logo_geo 01:34
ორშაბათი. 17 მარტი. 2025
eng_logo
სლოვაკეთში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენებისთვის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს ოთხი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
- +

13 ოქტომბერი. 2020. 12:36

 

 

სლოვაკეთში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენებისთვის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს ოთხი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შესაბამის ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს,

 

„სახალხო პარტია - ჩვენი სლოვაკეთის“ ლიდერი მარიან კოტლება დანაშაულს არ აღიარებს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

 

როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, კოტლებას წინააღმდეგ ნაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერის საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 2017 წელს სოციალურად დაუცველ სამ ოჯახს 1 488 ევროს ოდენობის ჩეკები გადასცა. რიცხვი 14 88 ნეონაცისტებისა და თეთრი რასის უპირატესობის იდეოლოგიის მიმდევართათვის სიმბოლური მნიშვნელობისაა.

 

„სახალხო პარტია - ჩვენი სლოვაკეთი“ სლოვაკეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მეოთხე ადგილზე გავიდა. პარტიას ამომრჩეველთა რვა პროცენტმა მისცა ხმა და მას სლოვაკეთის 150-ადგილიან პარლამენტში 17 მანდატი აქვს. ასევე პარტია ფლობს ორ ადგილს ევროპარლამენტში. ულტრამემარჯვენე პარტიის წევრები იყენებენ მისალმების ნაცისტურ ჟესტს და სლოვაკეთის ევროკავშირიდან და NATO-დან გასვლას უჭერენ მხარს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up