logo_geo
eng_logo
მარტვილში ხარების სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
- +

13 ოქტომბერი. 2020. 12:56

 

 

 

ქალაქ მარტვილში, ჭყონდიდელის ჩიხში, ხარების სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

 

პროექტის  ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს რკინა-ბეტონის არხების, ლითონის ცხაურების და ეზოში შესასვლელების მოწყობას. პროექტის ღირებულება 165 400 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.

 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიულია და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემებს უქმნის. აღნიშნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობა  კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილდება.

 

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner