„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მესტიის მუნიციპალიტეტში განაგრძობს.
ამჯერად გოჩა ენუქიძე ბეჩოს თემის მოსახლეობას შეხვდა, სადაც:
▶რეაბილიტირდა და ასფალტის საფარი დაიგო ბეჩო-შიხრის 7-კილომეტრიან საავტომობილო გზაზე
▶აშენდა საავტომობილო ხიდი ბეჩოს ტერიტორიული ერთეულის სოფელ მაზერში
▶აშენდა ნაპირსამაგრი გაბიონები მდინარე დოლრაზე
▶მიმდინარეობს სოფელ ტვებიშთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
▶რეაბილიტირდა მაზერის საჯარო სკოლა, მოეწყო სველი წერტილები და ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის
▶დაგეგმილია მაზერის საბავშვო ბაღის მშენებლობა
▶დაგეგმილია ბეჩოს საჯარო სკოლის მშენებლობა
▶აშენდა ბაგვდანარის სამეურნეო დანიშნულების ხიდი
▶მიმდინარეობს სოფელ მაზერში წყალგაყვანილობის სისტემის მშენებლობა.