logo_geo
eng_logo
„თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!“
- +

29 ივნისი. 2016. 00:48


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.


თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.


შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს 22 საათსა და 15 წუთზე ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც წინ სროლის ხმა უძღოდა. აეროპორტში მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.


სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან.


თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner