logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელია: მერაბ კოსტავას ღვაწლი განუსაზღვრელია ქართველი ერის წინაშე
- +

13 ოქტომბერი. 2020. 14:41

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ მერაბ კოსტავას ხსოვნას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში პატივი მიაგო.

 

„დღეს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ქართველი საზოგადო მოღვაწის, მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა.

 

ამ დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას დედულეთში, მისი ბიუსტი ყვავილებით შევამკეთ.

 

მერაბ კოსტავა სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, მისი შემოქმედება და ღვაწლი განუსაზღვრელია ქართველი ერის წინაშე. ის იყო ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელი და ერთ-ერთი ლიდერი, იგი თავისუფალი, ქედუხრელი,  სარწმუნოების, კულტურის, სახელმწიფოებრიობის  შესანარჩუნებლად მებრძოლი, უდრეკი ადამიანის სიმბოლოა.

 

ჩვენ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით ამ დიდი მამულიშვილის ხსოვნის წინაშე“, - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner