logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „ექსტრამითში“ დასაქმებულებს შეხვდა
- +

13 ოქტომბერი. 2020. 15:08

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „ექსტრამითში“ დასაქმებულებს შეხვდა.

 

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას მუშაობა კორონავირუსის პანდემიის დროსაც არ შეუწყვეტია.

 

„კომპანია „ექსტრამითის“ პროდუქციას კარგად იცნობენ ჩვენ ქალაქში. დიდი მადლობა იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში წარმოება არ გაჩერებულა და აწვდიდა მოსახლეობას პროდუქციას. დარწმუნებული ვარ, რეკომენდაციების დაცვით და გათვალისწინებით გადავლახავთ ამ პანდემიას, დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და კომპანიას კიდევ უფრო მეტი წარმატებები ექნება და ქართულ ბაზარზე ლიდერად დარჩება. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქში მსგავსი კომპანიების გამართულ მუშაობას, მეტად განვითარებას, რადგან ეს ნიშნავს მეტ დასაქმებს და მეტ წილს ეკონომიკაში“, - მიმართა მერობის კანდიდატმა „ექსტრამითის“ თანამშრომლებს.

 

კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „ექსტრამითი“ 2010 წლიდან ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს.

 

თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების საწარმო უკრაინელი ტექნოლოგის ხელმძღვანელობით 3 ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: ხორცპროდუქტები, თევზის პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner