„ყველა სხვა კვლევა, რომლებითაც გაერთიანებული „ნაცები“ მანიპულირებენ, უბრალოდ სიცრუეა“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი ლაშა ნაცვლიშვილი წერს.
„მიშა სააკაშვილის ფილდკომანდერით გაძლიერებულ ტელევიზიას, რომელსაც ჭუტა წერეთელი და მამუკა ხაზარაძე ფლობენ საწილოდ, ამას წინათ უთქვამს, „ოცნებამ“ ხათუნა კვიციანი გამსვლელ სიაში ჩასვაო.
გავყვეთ მათ ლოგიკას: ხათუნა კვიციანი სიაში 68-ე ადგილზეა და ის რომ პარლამენტის წევრი გახდეს, "ქართულმა ოცნებამ" მინიმუმ 57% უნდა აიღოს (ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს ამას) და რადგან „ოცნების“ სიის 68-ე ადგილს "გამსვლელის" სტატუსი თავად მიანიჭეს, ესე იგი, ყველა სხვა კვლევა, რომლებითაც გაერთიანებული „ნაცები“ მანიპულირებენ, უბრალოდ სიცრუეა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში გახმოვანებული რიცხვები - ერთადერთი სიმართლე.
თქვენი ენა - თქვენი მტერი!“ - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.