logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: ბიძინა ივანიშვილი ღვთისგან დალოცვილი ერისკაცია
- +

13 ოქტომბერი. 2020. 21:05

 

 

 

– ლუკა, საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე წარადგინა საპარლამენტო სია. რას იტყვით, მის წევრებზე?

 

 

– ქვეყანა წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაშია ჩართული, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ისტერიაშია – ზოგი კოალიციური მთავრობის შექმნაზე საუბრობს და პორტფელებს ინაწილებს. საქართველოში არჩევნები, ყოველთვის, განსხვავებულად, ემოციურად ტარდება, ადამიანები თავიანთი ქცევებით გვაკვირვებენ. მართლაც გასაოცარია, როგორ იცვლიან ადამიანები ფერს, პარტიები კი სოფლმხედველობას. რბილად რომ ვთქვათ, ეს რთულად შესაგუებელია. ვფიქრობ, თავად საზოგადოებაც მივა იმ დონემდე, რომ ასეთ აშკარად სახეცვლილ პოლიტიკოსებს, პარტიებს, საერთოდ, უარი უთხრას და პოლიტიკური ველიდან ალაგმოს. არჩევნებში მონაწილეობისთვის 60-მდე პარტია დარეგისტრირდა. ეს განსაცვიფრებელი ციფრია.

 

 

რეალურად, პარტიების რიცხვი გაცილებით მეტია, დაახლოებით 200-მდე. დიდი ამბიციების ქვეყანა კი ვართ, მაგრამ ასეთი?! რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიას, ბევრ მათგანს ვიცნობ, ბევრსაც – არა. ზოგიერთი წევრის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს. ვერ გეტყვით, რომ „ქართული ოცნება„ სხვა პარტიებისგან გამოირჩევა, თუნდაც, ადამიანური რესურსით. ასე, არ არის, კითხვის ნიშნები ნამდვილად არის. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს მოსაზრებებში თავისუფალი ვარ. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მრწამსი ასეთია: პარტიაში ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, პასუხისმგებლობას თანაბრად ვინაწილებთ. ჩემი დამოკიდებულება ერის კაცის მიმართ, მთელმა ქვეყანამ იცის. მის სახელსა და გვარს, ხშირად, არ ვახსენებ. მას როგორც დალოცვილს ისე ვიხსენიებ პირად საუბრებშიც და ზოგადადაც. დალოცვილია იმიტომ, რომ ერთმა ადამიანმა სამშობლოსთვის ამდენი რამის გაკეთება რომ შეძლოს, ძალიან დიდი ძალა უნდა ჰქონდეს. დიახ, ადამიანი, სწორედ, ღმერთისგან უნდა იყო დალოცვილი, რათა ყოველდღიური გრაფიკით სამშობლოზე იზრუნო, თან ქმედებით და არა სიტყვით. ლამაზი, მაღალფარდოვანი სიტყვები ბევრისგან გვსმენია, მაგრა მათ დამოუკიდებლად ქვეყნისთვის ერთი ფარეხიც არ აუშენებიათ. ლაპარაკი ბევრისგან გვსმენია, მაგრამ ქმედებით საქმეს მოლოდ ერთეულები აკეთებენ. ამიტომაც ვაძლევ ჩემს თავს უფლებას ბიძინა ივანიშვილს ერის კაცი ვუწოდო. მლიქვნელურად კი არა, არამედ მისი ქმედებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ივანიშვილის გუნდში ყოფნა საამაყოა, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაცაა. ჩემს თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი: დიახ, ბოლო ამოსუნთქვამდე ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი ვარ და ჩემს მოსაზრებებში თავისუფალი ვარ. თუ ვინმე გასაკრიტიკებელია, არც ამის მომერიდება. როგორც ვახსენე: მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებშიც და საპარლამენტო სიაშიც არიან ადამიანები, რომლებმაც ფერი იცვალეს, მაგრამ წარსულის შეცდომები მოინანიეს და ახლა სურთ სიმართლე კბილებით გაიტანონ. ამას მივესალმები, მაგრამ კითხვის ნიშნები მანამ იარსებებს, სანამ ამ ადამიანების გულწრფელობაში არ დავრწმუნდებით. ზოგადად, ამის თქმა შემიძლია.

 

 

– თქვენ ამბობთ: ადამიანებმა საკუთარი სახე გამოაჩინეს, ფერი იცვალესო. „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული იდეოლოგიის ადამიანი მიუჯდა ერთ მაგიდას. თქვენ, ნინო ბურჯანაძეს ბოკერიას და ვაშაძის გვერდით ყოფნა დაუწუნეთ, მან კი გიპასუხათ: ლუკას, პოლიტიკა არ ესმისო.

 

 

– არა, ნინო ბურჯანაძემ თქვა: ასეთი პოლიტიკა, ლუკას არ ესმისო. აბსოლუტურად ვეთანხმები: ასეთ პოლიტიკას, მე, ვერასდროს გავიგებ. უფრო სწორად, ყველაფერი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ეს ბინძური პოლიტიკაა და ბურჯანაძის „ნაცების“ გვერდით ყოფნა იმ ჩვენ დამნაშავე სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით. მაშინ ადამიანები დაიღუპნენ, დასახიჩრდნენ, მათ ღირსება აყარეს, კერძო საკუთრება წაართვეს, უსმენდნენ, დააშანტაჟეს, დაასმინეს და ა.შ. ამ ადამიანების გონებაში ბურჯანაძის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რბილად რომ ვთქვა, იმ იდეების ღალატია. ჩვენ 26 მაისს ამ იდეებისთვის ვინც ჩვენთან ბოლომდე შემორჩა, ლიდერებს გვეუბნებოდნენ: თუ თქვენ ახლა სახლში წახვალთ, თითოეული თქვენგანი მოღალატე იქნებაო. ამ ათასობით ადამიანიდან მაშინ ზოგი სტადიონისკენ წაიყვანეს, ზოგი რკინიგზაზე, ხალხი დაქსაქსეს. მერე, ამ ლიდერზე რასაც ამბობდნენ, ნამდვილად არ მინდა დავიჯერო: ისინი სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოსყიდულები იყვნენო. მჯერა, რომ მაშინ ხალხი დიდ ხიფათს აარიდეს იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმი ყველაფერზე იყო წამსვლელი, მათ შორის, სისხლისღვრაზე. დიახ, იპოდრომიდან დაძრული ასიათასობით ადამიანი პოლიტიკურმა ლიდერებმა დაშალეს, სხვადასხვა მიმართულებით დაფანტეს. მთელი საქართველო საუბრობდა, რომ ეს ადამიანები გაიყიდნენ. ხალხს ვეუბნებოდი: ვისაც არ შეგიძლიათ ნუ გაჩერდებით, ჩვენ ლიდერები დავრჩებით-თქო. გმირი ხალხი რეჟიმის, შიშის მიუხედავად, მაინც დარჩა. აი, სწორედ ამ ათასობით ადამიანის ღალატი იყო ბურჯანაძის „ნაცებთან“ მისკუპება. მეტი როგორ გითხრათ?! ეს ამაზრზენი საქციელია მიუხედავად იმისა, რომ რაც გამოვიარეთ იმას ვაფასებ და იმ წარსულში ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. მაგრამ მისი დღევანდელი ქმედება იმ წარსულის ღალატს ნიშნავს, რა დროსაც ბევრი ადამიანი დაიღუპა, დასახიჩრდა, ოცნებები დაენგრა. ასევე, ამაზრზენია გუბაზ სანიკიძის, თავისივე ნებით, საკუთარი თავის ტალახში ამოსვრა. მან ტალახში ამოსვარა თავისი პოლიტიკური, პირადული, ადამიანური ღირსებები, რასაც დღემდე აკეთებს. ადამიანი, რომელიც „ეროვნული ფორუმის“ ერთ–ერთი ლიდერი იყო და ეროვნულობის ნიშა ეკავა, თანაც, ასეთი ოჯახის წარმომადგენელია, ამ ფონზე, მისი საქციელი ათასჯერ უფრო სირცხვილია. ამ ჩარჩოს არ გავცდები, თორემ უარეს შეფასებასაც იმსახურებს. იმედია, მექნება იმის ბედნიერება, რომ პირადად ვუთხრა: მისი ყოველი ქმედება ამაზრზენია. იგი დღევანდელი დროის სანიკიძე კი არა, ბერბიჭაშვილია. სხვაგვარად ვერც მოვიხსენიებ. იგი ბერბიჭაშვილის სისხლის ადამიანია, რომელსაც სირცხვილი და ღირსების ნატამალი არ შემორჩა. მე, ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლობით ვამაყობ იმიტომ, რომ თავისუფალი ადამიან ივარ. იგი როგორც კი თავის რესურსს ამოწურავს, ჩვენ, მასთან ერთად, ჩვენს გამოცდილებას და ცოდნას მომავალ თაობას გადავაბარებთ და ქვეყანას მათ მივანდობთ. მანამდე გავზრდით თაობას, რომლისთვისაც ამ პასუხისმგებლობის, ტვირთის გადაცემა ბედნიერება იქნება. ცხოვრება ესტაფეტაა – რაღაც დონემდე იხარჯები და მერე, ვისიც გჯერა, იმას გადასცემ ესტაფეტას. ეს ვერ გაუგიათ სანიკიძეს და სხვებს. მარაზმია ნათელაშვილის პოლიტიკაში ყოფნაც, ასჯერ იცვლიან ფერს. შეიძლება ერთხელ გადახედო განვლილ ცხოვრებას, არ მოგეწონოს და რაღაც შეცვალო, მაგრამ ყოველ კვირას რაღაცების ცვლილება, ეს არ არის სამშობლოს ერთგულება, არამედ პირადი ცხოვრების მოწყობის მცდელობაა. ახლა მოდაში შემოვიდა: პოლიტიკაში ჯერ მამა ერთვება, მერე შვილი, შთამომავლობით გადაეცემათ თანამდებობები. ჩარჩოს არ უნდა გავცდეთ. მათი ხშირი, ამაზრზენი სახეცვლილებები იმის შედეგია, რომ საკუთარ თავზე ზრუნავენ. ისტორია მათ თავისას მიუზღავს.

 

 

– მათზე ეს გამონათქვამი ზედგამოჭრილი – პოლიტიკა ბინძური საქმეაო.

 

 

– პოლიტიკა, ადამიანი, ოჯახი მანამდე იქნება ბინძური, სანამ იგი ამ სიბინძურისგან თავად არ გათავისუფლდება. ამისთვის მრავალი გზა არსებობს, მათ შორის, მონანიება. სინანულში მყოფი შეცდომადანახული ადამიანი ქვეყნისთვის უფრო მეტი სიკეთის მომტანია, მაგრამ როცა ერთ ცოდვას მოინანიებ და მერე ათს ჩაიდენ, ასე არაფერი გამოვა. შეცდომა ხელმეორედ აღარ უნდა დაუშვა. ქართველი ერი დიდი პოტენციალის ერია, ამიტომაც გადარჩა და ასეთ ადამიანებს ადრე თუ გვიან, თავის ადგილს მიუჩენს. იმედი მაქვს ძლიერი საზოგადოება ჩამოყალიბდება, რომელიც პოლიტიკოსებს ასეთ გადაწყვეტილებებს არ აპატიებს, ყველას შეუძლიათ მშვიდად იცხოვროს, მაგრამ არა ქვეყნის დაზარალების ხარჯზე. მე, იმ პოლიტიკის გამტარებელი ვარ, რაც ბევრი ღირსეული ადამიანისთვის მისაღებია. დიახ, დალოცვილის გუნდის წევრი ვარ და ამით ვამაყობ. ქართული ოცნება“ ასიათასობით ადამიანს აერთიანებს – ზოგს პოლიტიკურად, ზოგს იდეურად, ზოგს მრწამსით. ამ ასიათასობით ადამიანიდან ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგარმ ჩვენს აზრებს ერთმანეთთან ვაჯერებთ, გვჯერა ჩვენი ლიდერის – დალოცვილის და პასუხისმგებლობას ყველა თანაბრად გადავინაწილებთ.

 

 

– დასავლეთში გამადიდებელი შუშით აკვირდებიან პოლიტიკოსების პირად ცხოვრებას. აქ ასე არ არის – ვიღაც მილიონებს იპარავს და ვითომც არაფერი, ან ცხრაჯერ შეიცვლის ორიენტაციას და თითქოს, ესეც არაფერია. პრობლემა ის ხომ არ არის, რომ საზოგადოება არ თხოვს მათ ამაზე პასუხს?

 

 

– არა, საზოგადოება ითხოვს პასუხს, მაგრამ იგი ჯერ ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც წესით უნდა იყოს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ივანიშვილი როცა პოლიტიკიდან წავიდა, იგი აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივი სექტორის გაძლიერებაში, მისი მიზანი იყო თავად, საზოგადოებრივი მოძრაობა გაძლიერებულიყო. ეს მეტნაკლებად მოხერხდა, მაგრამ ჯერ სასურველ დონემდე არ მიუღწევია. ანუ პოლიტიკაში ვითარება დაიძაბა. ბატონ ბიძინას სურდა ნაკლებად ყოფილიყო პოლიტიკურ ველზე, თუმცა იძულებული გახდა დაბრუნებულიყო, რადგან პროცესები უმართავი იყო, პოლიტიკური მოვლენების მართვა ხელიდან გვისხლტებოდა. „ქართული ოცნების“ შიგნით ბზარი გაჩნდა და აუცილებელი გახდა სათავეში კვლავ ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო. ამიტომ, მისი დაბრუნება გარდაუვალი იყო. ამასთანავე, მის ბევრ ქმედებაში ვხედავთ, რომ იგი ძირითად აქცენტებს აკეთებს განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, სოფლის მეურნეობაზე და ა.შ. ეს ერთი მთლიანი ჯაჭვია. ერი განათლებული უნდა იყოს, ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც ახლა ხორციელდება მრავალ ათასობით ახალგაზრდას უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას მისცემს. ეს სწორედ საზოგადოებაზე და ერის განათლებაზე ზრუნვაა. ასეთი მასშტაბის განათლების კერა, საქართველოში, მეორე არ იქნება. ანუ ქუთაისი იქნება სტუდენტური უმაღლესი განათლების კერა თავისი ულამაზესი ინფრასტრუქტურით და იმ ადამიანური რესურსითაც, რაშიც ევროპის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები იქნებიან ჩართულნი. ვიმეორებ, ეს საზოგადოებაზე ძალიან დიდი ზრუნვის მაგალითია, ასევე, გადაიდგა ნაბიჯები ჯანმრთელობის კუთხით. განხორციელდა ც–ჰეპატიტის პრევენციის პროექტი, ასევე, სიმსივნით დაავადებულთა პროფილაქტიკაზე ზრუნვა. ეს გახლავთ ერის სიჯანსაღეზე ზრუნვა. ადამიანი ერზე ასე რომ ზრუნავს, როგორ შეიძლება მისი არ გვჯეროდეს. იგი ერის რჩეული ადამიანია. ამ მასშტაბის ადამიანს, საქართველოში, მეორეს ვერ დამისახელებთ. ამიტომ მჯერა მისი, ამიტომ ვუწოდებ მას სავსებით სამართლიანად და დამსახურებულად ერის კაცს. იგი არის წინამძღოლი, ლიდერი, მასშტაბური პროექტების განმახორციელებელი. მაქვს პრეტენზია თამამად ვთქვა: უღალატო მებრძოლი ვარ. ივანიშვილმა თავის საქმით დაამტკიცა, რომ მისი უნდა გვჯეროდეს.

 

 

– რამდენად მისაღებია „ნაცები“ ხელისუფლებაში დაბრუნებას რომ ითხოვენ, ეს ნორმალურია?

 

 

– რა თქმა უნდა, ეს ნორმალური არ არის, მაგრამ რეალობა, მოცემულობა ასეთი გვაქვს. მახსოვს, სააკაშვილი აღმაშენებელს ედრებოდა, ახლა, გიორგი ვაშაძემ, საერთოდ, თავის მოძრაობას უწოდა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ამ პროექტით უნდა გამარჯვება. დეს „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ისეთი პოლიტიკური ველი, გარემო შექმნა, რომ არსებობის უფლება ყველას აქვს. მაგრამ, ამასთანავე, თუ რას წარმოადგენენ ისინი საზოგადოების თვალში, ეს ცალკე საკითხია. საზოგადოება მათ გამონათქვამებზე, მოძრაობებზე უკვე ხალისობს. რაღაც ნაწილს, ალბათ, მათი სჯერა კიდეც, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს არის შოუ, რომელსაც ტელე-ეკრანებიდან ყოველდღიურად ხედავენ. დრო იყო, როცა ამ ადამიანებზე, მათ იდეებზე, გამოხტომებზე აღშფოთებული ვლაპარაკობდით, მაგრამ დღეს ეს, უკვე, სახალისოა იმიტომ, რომ გიჟი რომ გაგიჟდება, მას აღარაფერი შველის, მათი დრო დასრულდა, ვეღარაფერს გახდებიან. ახლახან, ამერიკის ელჩის განცხადება მოვისმინე: თითქოს მმართველი ძალა ხალხზე ძალადობს და მათ დაშინებას ახორციელებს. რა თქმ უნდა, ამერიკა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, სტრატეგიული პარტნიორია. კარგი იქნებოდა ის ინფორმაცია რასაც მას ოპოზიცია აწვდის, გადაემოწმებინათ და დარწმუნდებიან, რომ ამ ინფორმაციების 99% მოგონილია. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება საქმისადმი ასეთია: იგი, თავის ოჯახის წევრს, ახლობელსაც არ დაინდობს თუ მას, ამა თუ იმ საკითხზე, რაღაც გადაცდომა მოუვა. მისი მრწამსი, ცხოვრებისეული კრედოა, რომ ყველანაირად გვერდში დაგიდგეს, გენდოს, დაგეხმაროს, მაგრამ თუ ღალატის შესახებ შეიტყო, არ გაპატიებს. დიახ, ღალატს, იგი არავის პატიობს, მის სისხლსა და ხორცსაც კი. ეს მთელმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ ვამბობ: ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლად ყოფნის თამასა ძალიან მაღალია და ეს ერთგვარი ტვირთია, რაც ყველამ კარგად უნდა გაითავისოს იქნება ეს პრემიერი, მინისტრი, გამგებელი თუ სხვა.

 

 

თამარ შველიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner