logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: სააკაშვილმა ჩვენი უძველესი სიწმინდე აზერბაიჯანს გადაულოცა, ამაში ფული აიღო და კარტოგრაფიული დოკუმენტები „მოტეხა“
- +

13 ოქტომბერი. 2020. 21:21

 

„სააკაშვილმა დავითგარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას „დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ ქოცნების ხელისუფლება გეგმავს დააბრალოს „ქართული მიწის გაყიდვა“!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი გიგაური „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

 

თუმცა, სააკაშვილის მიერ შესრულებული არია „ქურდს ქუდი ეწვისო“, ამით არ დასრულებულა: ნაცფიურერმა თვითონ წამოაყრანტალა, გარეჯის გაყიდვას 80 მილიონად მაბრალებენო!

 

არადა, ეს თანხა არც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუსახელებია ვინმეს და არც პროკურატურაში!

 

არადა, ეს ზუსტად ის თანხაა, რასაც „ასავალ-დასავალი“ წლების წინათ ასახელებდა სააკაშვილის მიერ გარეჯის გაყიდვისთვის აღებულ „ჰონორარად“!

 

 

მოკლედ, სააკშავილმა ჩვენი უძველესი სიწმინდე აზერბაიჯანს გადაულოცა, ამაში ფული აიღო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწორედ ის რუკები და კარტოგრაფიული დოკუმენტები „მოტეხა“, რომლებიც სულ ახლახან აღმოაჩინეს და რომლითაც დასტურდება, რომ დავითგარეჯი საქართველოა!

 

 

 

აი, ეს არის სამშობლოს ღალატის ანატომია! და სააკაშვილი რომ სამშობლოს სტაჟიანი მოღალატეა და ამისთვის აქამდე რომ არ გასამართლდა, ესეც არანაკლებ დიდი დანაშაულია!

 

 

დიახ, ჯერ კიდევ როდის წერდა „ასავალ-დასავალი“, სააკაშვილმა დავითგარეჯი გაყიდაო?! „ - წერს გიგაური.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner