„პოლიტიკა, ადამიანი, ოჯახი მანამდე იქნება ბინძური, სანამ იგი ამ სიბინძურისგან თავად არ გათავისუფლდება“, - ამის შესახებ „საერთო გაზეთს“ ლუკა კურტანიძემ განუცხადა.
„პოლიტიკა, ადამიანი, ოჯახი მანამდე იქნება ბინძური, სანამ იგი ამ სიბინძურისგან თავად არ გათავისუფლდება. ამისთვის მრავალი გზა არსებობს, მათ შორის, მონანიება. სინანულში მყოფი შეცდომა დანახული ადამიანი ქვეყნისთვის უფრო მეტი სიკეთის მომტანია, მაგრამ როცა ერთ ცოდვას მოინანიებ და მერე ათს ჩაიდენ, ასე არაფერი გამოვა. შეცდომა ხელმეორედ აღარ უნდა დაუშვა. ქართველი ერი დიდი პოტენციალის ერია, ამიტომაც გადარჩა და ასეთ ადამიანებს ადრე თუ გვიან, თავის ადგილს მიუჩენს. იმედი მაქვს ძლიერი საზოგადოება ჩამოყალიბდება, რომელიც პოლიტიკოსებს ასეთ გადაწყვეტილებებს არ აპატიებს, ყველას შეუძლიათ მშვიდად იცხოვროს, მაგრამ არა ქვეყნის დაზარალების ხარჯზე. მე, იმ პოლიტიკის გამტარებელი ვარ, რაც ბევრი ღირსეული ადამიანისთვის მისაღებია. დიახ, დალოცვილის გუნდის წევრი ვარ და ამით ვამაყობ. ქართული ოცნება“ ასიათასობით ადამიანს აერთიანებს – ზოგს პოლიტიკურად, ზოგს იდეურად, ზოგს მრწამსით. ამ ასიათასობით ადამიანიდან ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგარმ ჩვენს აზრებს ერთმანეთთან ვაჯერებთ, გვჯერა ჩვენი ლიდერის – დალოცვილის და პასუხისმგებლობას ყველა თანაბრად გადავინაწილებთ“, - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.