სააკაშვილმა აღიარა, რომ დავითგარეჯი 80 მილიონად გაყიდა!
„ასავალ-დასავალი“ ჯერ კიდევ ამ ორი წლის წინათ წერდა – „სააკაშვილმა გარეჯი გაყიდა და ამიტომაც მიიჩნევს აზერბაიჯანი ამ ჩვენს სიწმინდეს თავის „ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად“!
ჰოდა, გასულ კვირას ჯერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, შემდეგ კი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ფაქტობრივად, დაადასტურეს, რომ „ასავალ-დასავალი“ სიმართლეს ღაღადებდა!
ეს ამბავი ასე დაიწყო: თბილისში ჩამოსულ აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მართლაც სენსაციური განცხადება გააკეთა: „ჩვენ მიერ მოძიებულ იქნა დავითგარეჯის სადავო საკითხთან დაკავშირებული უაღრესად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებები, მათ შორის, კარტოგრაფიული რუკები და ექსპერტული დასკვნები, როგორც ჩვენი, ისე ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები. ამ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების ქართულ-აზერბაიჯანულ შეთანხმებებთან დაკავშირებით“.
როგორც მოგეხსენებათ, ეს 2006-2007 წლები სწორედ ის პერიოდია, როდესაც სააკაშვილის ნაცხელისუფლება ქართულ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთთან დაკავშირებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოფიციალურ ბაქოსთან!
29 სექტემბერს კი პროკურატურამ დავითგარეჯთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო!
როგორც პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობას!
პროკურატურის განცხადებას უმალ გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მან დავითგარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას „დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ ქოცნების ხელისუფლება გეგმავს დააბრალოს „ქართული მიწის გაყიდვა“!
თუმცა, სააკაშვილის მიერ შესრულებული არია „ქურდს ქუდი ეწვისო“, ამით არ დასრულებულა: ნაცფიურერმა თვითონ წამოაყრანტალა, გარეჯის გაყიდვას 80 მილიონად მაბრალებენო!
არადა, ეს თანხა არც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუსახელებია ვინმეს და არც პროკურატურაში!
არადა, ეს ზუსტად ის თანხაა, რასაც „ასავალ-დასავალი“ წლების წინათ ასახელებდა სააკაშვილის მიერ გარეჯის გაყიდვისთვის აღებულ „ჰონორარად“!
მოკლედ, სააკშავილმა ჩვენი უძველესი სიწმინდე აზერბაიჯანს გადაულოცა, ამაში ფული აიღო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწორედ ის რუკები და კარტოგრაფიული დოკუმენტები „მოტეხა“, რომლებიც სულ ახლახან აღმოაჩინეს და რომლითაც დასტურდება, რომ დავითგარეჯი საქართველოა!
აი, ეს არის სამშობლოს ღალატის ანატომია! და სააკაშვილი რომ სამშობლოს სტაჟიანი მოღალატეა და ამისთვის აქამდე რომ არ გასამართლდა, ესეც არანაკლებ დიდი დანაშაულია!
დიახ, ჯერ კიდევ როდის წერდა „ასავალ-დასავალი“, სააკაშვილმა დავითგარეჯი გაყიდაო?!
ამ 8 წლის განმავლობაში რატომ არ გამოიძიეს:
როგორ გაყიდა სააკშავილმა და მისმა ბანდამ ქართველი პატრიოტებისგან საარმიო სპეცოპერაციით „გათავისუფლებული კოდორი“, რომელსაც განზრახ, მოღალატეობრივად, „ზემო აფხაზეთი“ დაარქვა!
როგორ მიუერთა ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს ანულირებულ და ნაცრეჟიმისას საგანგებოდ დანაშაულებრივად აღდგენილ ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“ ახალგორი და შემდეგ ის აგვისტოს ომისას ერთიანად გაყიდა!
როგორ და რამდენი მილიონის საფასურად ჩააბარა სააკაშვილის ნაცბანდამ აგვისტოს ომისას ასე ხელუხლებლად რუს ოკუპანტებს ათობით მილიონი დოლარის იარაღით გაძეძგილი ყველა სამხედრო ბაზა!
დიახ, „ასავალ-დასავალი“ ჯერ კიდევ როდის წერდა, რომ სააკაშვილი არის რუსეთის ნომრიანი აგენტი და სამშობლოს მოღალატე, რომელიც ამისთვის აქამდე უნდა გასამართლებულიყო და არა – ბიუჯეტის ფულით რაღაც კოსტიუმების შეძენისთვის!
სააკაშვილმა თავისი პარტიის აღმასრულებელ მდივნად და გვარამიას ნაცტელევიზიის დამფინანსებლად რუსი ბიზნესმენი, რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფია რომ დანიშნა და ნაცბანდა დღემდე რუსეთიდან ნაყოფიას რუსული მილიონებით ფინანსდება, ამასაც წლებია, ვწერთ და ამასაც დღემდე არავინ იძიებს, ისევე, როგორც სააკაშვილის მიერ ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე და მის შემდეგ რუსეთისთვის 30-მდე სტრატეგიული ობიექტის მიყიდვის აშკარად მოღალატეობრივ დანაშაულს!
გიორგი გიგაური