საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მისი ბიზნესპარტნიორი არ არის. საკითხზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
„ყველამ კარგად იცის, ვინც მიცნობს, ვინც წინააღმდეგია ჩემი და ვინც მომხრეა, მე არასდროს, არცერთ თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს იცის ყველამ კარგად. მე არ მინდა ამ პოლიტიკურ დისკუსიებში და პარტიულ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება. მე არ მინდა, რომ გავხდე საარჩევნო ფაქტორი ამ წინასაარჩევნო პერიოდში. თუ ვინმე შემეხება ბრალდებით, ცხადია, პასუხგაუცემელს ვერ დავტოვებ. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ბიზნესპარტნიორი არ არის. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ყოფილიყო - ბიძინა ივანიშვილზე უკეთესს ბიზნესპარტნიორს სად ნახავ კაცი საქართველოში, ან თუნდაც მსოფლიოში“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.