logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ოპონენტები მოქალაქეების გაჭირვებასა ყოველდღიურ რეჟიმში, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ
- +

14 ოქტომბერი. 2020. 00:16

 

 

 

კორონავირუსის დროს, განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ოპონენტების პოპულიზმი.

 

მოქალაქეების გაჭირვებასა და ეკონომიკურ სიმძიმეებს, ყოველდღიურ რეჟიმში, იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, პოპულიზმისთვის“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

 

 

 

რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ აპირებდნენ, თუ არ ვცდები, 1 000 ლარის გაცემას თითო სასტუმროში, თითო საწოლზე, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ და ასევე, რესტორნებში. ეს ყველაფერი რომ დავითვალეთ, 3 მილიარდ ლარზე ადის და, შესაბამისად, არც ერთ მათ კვაზი ექსპერტს, არც ერთი კონკრეტული საფუძვლით, არ მოუცია ინფორმაცია, როგორ აპირებდნენ ამ ფულის მოძიებას. ამავე დროს, ყოველდღიურ რეჟიმში მიდის კამპანია საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, დროებითი შეზღუდვების აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს და მოქალაქეების ინტერესებში შედის, თუმცა, ამ ადამიანებისთვის როგორც ადრე, არც ახლა ადამიანების სიცოცხლესა და მოქალაქეების ჯანმრთელობას დიდი ფასი არ აქვს. შესაბამისად, ყველაფერი აგებულია მათ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. 31 ოქტომბერი, რომელიც ძალიან მალე იქნება, ერთხელ და სამუდამოდ გასცემს მათ პასუხს. ეს იქნება მომენტი, როცა ეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ძალები ერთხელ და სამუდამოდ გაქრებიან“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner