logo_geo
eng_logo
როდის შემსუბუქდება აჭარაში შეზღუდვები - თორნიკე რიჟვაძის განმარტება
- +

14 ოქტომბერი. 2020. 00:32

 

 

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მთავარია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, მათი ჯანმრთელობა. ამიტომ, არც რესურსს ვიშურებთ და თუნდაც, არაპოპულარულ გადაწყვეტილებებზე არ ვიხევთ უკან, რათა მინიმალური დანაკარგითა და სიკვდილიანობით შევძლოთ ამ გამოწვევის ღირსეულად დაძლევა  - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ენიჭება საკოორდინაციო საბჭოს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ასევე, ჩვენ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გუნდისგან. ამ კოორდინირებული მუშაობის შედეგად, რეალურად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აღემატება დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის ნახევარს. ასევე, ყოველდღიურად გვაქვს გამოჯანმრთელებულთა ახალი რაოდენობა. ჩვენ დავაკვირდებით ეპიდვითარების დასტაბილურებას და შემდეგ ვიმოქმედებთ შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება რამდენიმედღიანი დაკვირვება, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება და არ ნაადრევად არ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, მობილობა გაზარდოს და ვერ ვმართოთ სიტუაცია. ასე რომ, სიტუაციის ეფექტურად მართვა რჩება ამოცანად. როგორც კი ეპიდვითარება მოგვცემს ამის საფუძველს, ვიმსჯელებთ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner