,,ვანო მერაბიშვილი თავისი თავის უბედურია", - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მან უპასუხა ინგა გრიგოლიას კითხვას - ხომ არ დაუკავშირდა მას გუშინდელი ვიდეომიმართვის შემდეგ ვანო მერაბიშვილი:
,,არ მქონია კონტაქტი, დიდი ხანია არ მინახავს და ვთვლი, რომ თავის თავის უბედურია, იმიტომ, რომ სააკაშვილი ბოლოს ყველაფერს ისევ მას შეატენის, ასე რომ მე ეს არ მაინტერესებს, ეს მათი შიდა ურთიერთობებია"
ინფორმაციისთვის, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას ზურგში დანა ჩაარტყა და ეს ვანო მერაბიშვილის წაქეზებით გააკეთა.