საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„შეძრწუნებული ვარ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
ამ განსაცდელის ჟამს ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლაში."