“იმედია 18 დღეში არ გამოასვენებთ რურუას!!! ცოცხალი მჭირდება ეს ღორი”, - ასეთ კომენტარს აკეთებს თორაძეების ოჯახის გადარჩენილი წევრი, თამარ თორაძე Facebook გვერდ „რურუა გმირია“-ს მიერ გაზიარებულ ბმულზე, რომელშიც წერია, რომ გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლებამდე 18 დღეა დარჩენილი.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ადვოკატებმა გადაწყვეტილება რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.