logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება
- +

14 ოქტომბერი. 2020. 11:27

 

 

„საკოორდინაციო საბჭოს დამატებითი შეზღუდვების მიღების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ლოკალური შეზღუდვების მოდელი ამ ეტაპზე კარგად მუშაობს.

 

„ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ საბჭოზე ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის მიღებული არ არის. ჩვენ კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით, ვინაიდან საკმაოდ კარგად მუშაობს ეს შეზღუდვები, როგორც სკოლების, ასევე სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას“, - განმარტა მინისტრმა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 159 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner