logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: დაიწყო მეორე ტალღა, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი კუთხით, მაგრამ შედარებით უფრო სუსტია დაავადების სიმძიმის მხრივ
- +

14 ოქტომბერი. 2020. 12:11

 

 

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში თანდათან უფრო იძაბება და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე. დაწყებულია მეორე ტალღა, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო სუსტია დაავადების სიმძიმის თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

 

„გარკვეული ცვლილებები შევიდა ტესტირების რეჟიმში. ყველა სამედიცინო მუშაკი 2 კვირაში ერთხელ გაიტესტება, კოვიდ-კლინიკების რეანიმაციების პერსონალი - კვირაში ერთხელ, ხოლო სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების პერსონალი - ყოველ 72 საათში ერთხელ, ვინაიდან ისინი ე.წ. ფრონტის წინა ხაზზე არიან. ზოგადად მთელი ამ ხნის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 1,82-ს შეადგენს, ბოლო 1 კვირაში გვაქვს 6%. ეს მაღალი ნიშნულია, ხოლო რეგიონების ჭრილში ყველაზე მაღალია აჭარაში - დაახლოებით 22%. შემდეგ მოდის იმერეთი - 7%, თბილისში კი 4%. მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს სტატისტიკა, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში თანდათან უფრო იძაბება და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე. დაწყებულია მეორე ტალღა, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო სუსტი დაავადების სიმძიმის თვალსაზრისით. საკმაოდ დიდი წილი გვაქვს უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების, რომლებიც სტაციონარში მკურნალობას არ საჭიროებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 159 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner