logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსზე სამკურნალოდ საჭიროების შემთხვევაში დამატებით 2 000-მდე საწოლი იქნება მობილიზებული
- +

14 ოქტომბერი. 2020. 12:18

 

 

„კორონავირუსზე სამკურნალოდ საჭიროების შემთხვევაში 2000-მდე საწოლი იქნება მობილიზებული“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, კლინიკებში დღეისთვის კორონავირუსზე 2 200-მდე პაციენტი მკურნალობს.

 

„საწოლების მობილიზებაზე ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპზე თავისუფალი საწოლები გვაქვს, თუმცა ეტაპობრივად, დამატებით კლინიკები ჩაერთვებიან და საჭიროების შემთხვევაში 2000-მდე საწოლი იქნება მობილიზებული. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წარმატებით ფუნქციონირებს ოჯახის ექიმის კონსულტაციები პაციენტებთან. ასევე, კოვიდ-სასტუმროები. პაციენტების უმეტესი ნაწილი მკურნალობს როგორც კოვიდ-სასტუმროში ასევე ბინაზე. ამ ეტაპისთვის კლინიკაში მხოლოდ 2 200-მდე პაციენტია განთავსებული, რომელსაც მკურნალობა კოვიდზე უტარდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7 ​​159-ს შეადგენს. კორონავირუსით 109 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner