„კორონავირუსზე სამკურნალოდ საჭიროების შემთხვევაში 2000-მდე საწოლი იქნება მობილიზებული“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკებში დღეისთვის კორონავირუსზე 2 200-მდე პაციენტი მკურნალობს.
„საწოლების მობილიზებაზე ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპზე თავისუფალი საწოლები გვაქვს, თუმცა ეტაპობრივად, დამატებით კლინიკები ჩაერთვებიან და საჭიროების შემთხვევაში 2000-მდე საწოლი იქნება მობილიზებული. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წარმატებით ფუნქციონირებს ოჯახის ექიმის კონსულტაციები პაციენტებთან. ასევე, კოვიდ-სასტუმროები. პაციენტების უმეტესი ნაწილი მკურნალობს როგორც კოვიდ-სასტუმროში ასევე ბინაზე. ამ ეტაპისთვის კლინიკაში მხოლოდ 2 200-მდე პაციენტია განთავსებული, რომელსაც მკურნალობა კოვიდზე უტარდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7 159-ს შეადგენს. კორონავირუსით 109 პაციენტი გარდაიცვალა.