„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„24 სექტემბრის შემდეგ ვუსმინე ყველა ოპოზიციურ სპიკერს თუ ექსპერტს, ვუყურე ყველა ოპოზიციურ არხს და მინდა ვაღიარო, რომ დამარწმუნეს: რუსეთის და პირადად პუტინის ინტერესებში შედის, რომ გარეჯი დაუბრუნდეს საქართველოს, ხოლო საქართველოს ეროვნული ინტერესია, რომ იგი აზერბაიჯანს ხვდეს წილად“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით, დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.