„სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში დარწმუნებული ვარ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ: საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია, მთავრობა, ამ ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერიც, როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა გავიხედოთ ხვალინდელი დღისკენ და ერთმანეთს მივულოცოთ სვეტიცხოვლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.