logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს
- +

29 ივნისი. 2016. 10:23


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.



ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მოქალაქეებს, ქვეყნის მთავრობას. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი ძალიან მძიმე დანაკლისია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტებ, რომელსაც ყველა საერთო ძალებით უნდა ვებრძოლოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მწუხარებას პირადად ჩემი და სამინისტროს სახელით, ამ მძიმე წუთებში ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ", - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner