logo_geo
eng_logo
დავით ხიდაშელი: მოვიძიე საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა, სადაც მკაფიოდ ნაჩვენებია, რომ საზღვარი გადის მთის ძირში, მთა უდაბნოსთან
- +

14 ოქტომბერი. 2020. 13:31

 

 

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა, ექსკლუზიურად „ღამის კურიერის“ ეთერში მისი საქმიანობის შესახებ ამბობს, რომ მან საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა მოიპოვა, სადაც  მკაფიოდ ნაჩვენებია, რომ საზღვარი გადის მთა უდაბნოსთან.

 

ხიდაშელის განცხადებით, რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს გერმანულ და ამერიკულ რუკებს.

 

„მოვიძიე საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა, გამოშვებული ამერიკული არმიის მიერ. საერთაშორისო ორგანიზაციაში რომ ვმუშაობდი, ვმუშაობდი ამერიკულ ბიბლიოთეკებთან, ამერიკულ რუკებს ვინც უშვებდა, იმ ორგანიზაციებთან და მოვიძიეთ ასეთი რუკა ამერიკაში. 51 წელი აწერია, სადაც მკაფიოდ ნაჩვენებია, აქაც რომ ჩავწვდებით, სად გადის საზღვარი, საზღვარი გადის მთის ძირში, მთა უდაბნოსთან და საზღვარი, მკაფიოდ ჩანს, სად გადის. მოვიძიეთ მეორე რუკა, ეს არის გამოშვებული 54 წელში, მოვიძიე მეორე რუკა ამერიკული, გამოშვებულია 78 წელს ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს რუკების სააგენტო, დამოწმებული არის საჰაერო თვითმფრინავების საფრენად, სადაც ნაჩვენებია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის მთის ძირში. ეს ამერიკული რუკა მოცემულია და მითითებული აქვს, რომ გერმანელების და რუსული რუკიდანაც ავიღეთ. ავიღე ეს გერმანული რუკაც გამოცემული. სხვადასხვა არქივებსა და მუზეუმებში ავიღე. რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს გერმანულ და ამერიკულ რუკებს“, - განაცხადა დავით ხიდაშელმა.

 

https://rustavi2.ge/ka/news/178653?fbclid=IwAR2MN0gZ89so2tnhF302NSfqvhTJa1lU65O80qCPu4ks4I-TCcBy5YJMhQg

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner