საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
მან კორონავირუსის პანდემიაზე ყურადღება გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ერთიანობა მნიშვნელოვანია.
„სვეტიცხოვლობა უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული. სვეტიცხოვლობა სრულიად საქართველოს დღესასწაულია, რომელიც ჩვენ, ყველას ერთად გვაერთიანებს. ამ ერთიანობას რა თქმა უნდა ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, განსაცდელის ჟამს, როდესაც ვიბრძვით. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ყველა ერთად გავიმარჯვებთ - საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია, მთავრობა.
ამ ერთიანობით შეგვიძლია დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერი, ისეთი, როგორიცაა ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ ხვალიდნელი დღისკენ უნდა ვიყუროთ“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა, შემდეგ კი, საქართველოს მოქალაქეებს მიმართა.