logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენთვის დავითგარეჯა ნამდვილად არ არის სასაცილო, იმედი მაქვს, ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებაზე განმარტებებს გააკეთებს
- +

14 ოქტომბერი. 2020. 14:26

 

 

„ჩვენთვის დავითგარეჯა ნამდვილად არ არის სასაცილო. პირადად მე გაოცებული ვარ ამ კომენტარით, ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

 

მან კომენტარი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე გააკეთა.

 

„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი კუბილიუსის განცხადებას. როგორც მე ვნახე, მან თქვა, რომ დავითგარეჯას თემა, რომელიც დღეს საინტერესოა საზოგადოებისთვის, სასაცილოაო. ჩვენთვის დავითგარეჯა ნამდვილად არ არის სასაცილო. პირადად მე გაოცებული ვარ ამ კომენტარით, ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან, ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. დავითგარჯა არასდროს და ვერასოდეს ვერ იქნება სასაცილო და ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფსებას აძლევს, ვფიქრობ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მომავალში, როდესაც ევროპარლამენტსა თუ სხვა ევროპულ ფორმატებსი გვექნება შეხვედრები, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. იმედი მაქვს, ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებაზე განმარტებებს გააკეთებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ცნობისათვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, დავითგარეჯას საქმეს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ასე ეხმაურება:

 

„საქართველოს ხელისუფლებამ „აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის“ ორი საჯარო მოხელე დააკავა. შენიშვნისთვის - აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან - პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან - ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს“, - წერს ევროპარლამენტარი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner