„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხშაბათს სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკას დაარტყეს“, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„14 ოქტომბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს სამხედრო ტექნიკას სომხეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ იმ ვარაუდის გამო, რომ ამ ტექნიკას შეეძლო აზერბაიჯანის დასახლებაზე დარტყმის განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა ქალაქ ქალბაჯარის მოსაზღვრე ტერიტორიაზე მოხდა.