სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აეროპორტში განაცხადა, რომ აეროპორტმა ავიარეისების მიღება და გაშვება უკვე დაიწყო.
„საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება, თუმცა აეროპორტი გახსნილია და საჰაერო მიმოსვლა აღდგა", - აღნიშნა ბინალი ილდირიმმა.
ბოლო მონაცემებით, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 150-მდე ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.
პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.