logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე ნაკრას ხეობის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
- +

14 ოქტომბერი. 2020. 15:01

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში, ნაკრას ხეობის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

 

გოჩა ენუქიძის თქმით, მიგრაცია ამ მხარის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების განხორციელება, მიგრირებული მოსახლეობის უკან დასაბრუნებლად.

 

„სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის სოციალური პროგრამები, საგადასახადო შეღავათები და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხორციელდება. კერძოდ, ნაკრას ხეობაში: აშენდა საბავშვო ბაღი, აშენდა სამედიცინო ამბულატორია, მიმდინარეობს სპორტული დარბაზის მშენებლობა, რეაბილიტირდა სოფელ ნაკრაში გამავალი საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაკრის საჯარო სკოლის მშენებლობა“, - აცხადებს გოჩა ენუქიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner