logo_geo
eng_logo
მარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად ხორციელდება
- +

14 ოქტომბერი. 2020. 15:18

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები  ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

 

აქტიურად მიმდინარეობს აბაშა-მარტვილის 15-კმ-იანი და მარტვილი-ხონის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 6-კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები. აღნიშნული გზა მარტვილს ორ მუნიციპალიტეტთან აკავშირებს.

 

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.

 

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერები: ალექსანდრე გრიგალავა და ლევან მაკალათია გაეცნენ.

 

„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ამ გზის მოწესრიგება ორმაგად მნიშვნელოვანია, - დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, საგრძნობლად გაიზრდება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკური აქტივობა  და მეორე - შევძლებთ მივიღოთ კიდევ მეტი სტუმარი, რაც გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს და სტიმულს უფრო სწრაფი განვითარებისათვის. ამისთვის ჩვენ სხვა მიმართულებებითაც ვმუშაობთ, თუმცა, გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

 

„მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა, არ გავაჩერეთ სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მიმდინარეობს ბევრი ობიექტის რეაბილიტაცია, მოვაწესრიგეთ შიდა გზები და, ხედავთ, დღესაც როგორ აქტიურად გრძელდება სამუშაოები. აბაშა-მარტვილის კეთილმოწყობილი გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რამდენადაც მოქალაქეებს გაუმარტივებს  გადაადგილებას და რაც მთავარია, გამართული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს წარმატებულ და განვითარებულ  სოფელს, ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერებას და უკეთეს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა ლევან მაკალათიამ.

 

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორცილებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner