logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალია: 2019 წელს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიაში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აღარ მოხვდნენ, რადგან მათ მიმართ კითხვები არსებობდა
- +

14 ოქტომბერი. 2020. 15:21

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განმარტებით, 2019 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებისას, იმ მიზეზით აღარ მოხვდნენ მასში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომ მათთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობდა.

 

 

„2019 წელს მოხდა კომისიის გადახალისება, თუმცა მთლიანად არა. ბევრი ადამიანი ძველი კომისიიდან იყო, მაგრამ ბევრი ადამიანი იყო ახალი. მთავარი ამოცანა იყო, გაგვეახლებინა კომისია და დაგვეკომპლექტებინა ისეთი ადამიანებით, რომლებთანაც სხვადასხვა მიმართულებით საზოგადოებას არ ექნებოდა კითხვები“, – განაცხადა დარსალიამ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა პირადად მას მელაშვილთან და ილიჩოვასთან კითხვები, დარსალიამ უპასუხა, რომ „საზოგადოებაში არსებობდა ძალიან ბევრი კითხვა წინა კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით“.

 

შეგახსენებთ, დავითგარეჯას საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner