„საქართველო-სომხეთის საზღვრის დემარკაციაზე სომხეთთან მოლაპარაკების პროცესი ამ ეტაპზე გარკვეული პერიოდი არაა განახლებული, თუმცა მოთხოვნილია კომისიების შეხვედრა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგარეო უწყება სომხეთის მიერ ყველა დამატებითი მასალის წარადგენას მიესალმება. რაც შეეხება სომხეთთან მოლაპარაკების პროცესში 1938 წლის რუკის გამოყენებას, დარსალია აცხადებს, რომ საქართველო ამ შემთხვევაში არაფერს არ კარავს.
„ამ რუკით საქართველო არაფერს არ კარგავს. კომისია იხელმძღვანელებს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით და იმ მასალებით, რაც არის მართალი, რომელიც არის იურიდიულად დასაბუთებული და რომელიც გაამყარებს საქართველოს პოზიციას“, - განაცხდა დარსალიამ.