logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: სომხეთი ჩვენს მილსადენებზე კონტროლის დამყარებას თუ ეცდება, შედეგი უმკაცრესი იქნება
- +

14 ოქტომბერი. 2020. 16:14

 

 

„სომხეთი ჩვენს მილსადენებზე კონტროლის დამყარებას თუ ეცდება,  შედეგი იქნება უმკაცრესი“, –  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეკომპანია Haberturk-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

 

 

„სომხეთი ცდილობს, ჩვენს მილსადენებზე თავდასხმა განახორციელოს და მათზე კონტროლი მოიპოვოს. თუ სომხეთი შეეცდება იქ ბუნებრივი აირის მილსადენებზე კონტროლის დამყარებას, შედეგი იქნება უმკაცრესი“, –  განაცხადა ალიევმა.

 

 

გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მოლაპრაკების პროცესში თურქეთის ჩართვაზე. ალიევის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი თურქეთის ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner