„სომხეთი ჩვენს მილსადენებზე კონტროლის დამყარებას თუ ეცდება, შედეგი იქნება უმკაცრესი“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეკომპანია Haberturk-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„სომხეთი ცდილობს, ჩვენს მილსადენებზე თავდასხმა განახორციელოს და მათზე კონტროლი მოიპოვოს. თუ სომხეთი შეეცდება იქ ბუნებრივი აირის მილსადენებზე კონტროლის დამყარებას, შედეგი იქნება უმკაცრესი“, – განაცხადა ალიევმა.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მოლაპრაკების პროცესში თურქეთის ჩართვაზე. ალიევის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი თურქეთის ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება.