logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს
- +

29 ივნისი. 2016. 10:25


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 28 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 50-მდე  და დაშავდა 150-მდე ადამიანი.


 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ამ ტერორისტულ აქტს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner