logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე დავითგარეჯას საქმეზე დაკავებულებზე: შესაძლოა, ამ ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს გასარჩევი საკითხი
- +

14 ოქტომბერი. 2020. 16:22

 

 

სასულიერო პირების ნაწილი ითხოვს, რომ ქართული ტაძრების სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, წმინდა სინოდის სხდომაზე მსჯელობა გაიმართოს.

 

საეკლესიო კრების შეხვედრას სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, თუმცა, სინოდის სხდომის აუცილებლობას ჯერ ვერ ხედავს თავად საპატრიარქო.

 

 

ცოტა ხნის წინ, დავითგარეჯას საქმეზე და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების შეუთანხმებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით ეკლესიის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საპატრიარქოს პრესმდივანმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელმაც თქვა, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში საპატრიარქო ითხოვდა და ითხოვს თემის გააქტიურებას.

 

„კომისია დაქვემდებარებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისი უწყების ქვეშ არის, ამიტომ ჩვენი ბოლო კომენტარები გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფოს მეტი ყურადღება მიექცია ამისათვის. მე არ ვიცი, შიგნით რა პროცესი იყო, ვინ რას უშლიდა ხელს, მაგრამ ის, რომ პროცესი ჯანსაღად არ მიმდინარეობდა, ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით. როდესაც ამ საკითხში ჩავიხედეთ, ეს ხელისუფლება იყო და ამ ხელისუფლებას ვსაყვედურობდით და ვნახე წინა კომენტარები, სადაც წინა ხელისუფლების დროს საყვედურობდნენ. ხელოვნურია ამხელა დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება, შესაძლოა, ამ ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს გასარჩევი საკითხი“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner