„მცხეთა განსაკუთრებული ქალაქია, აქ სულ სხვანაირი სიმშვიდე და მადლი ტრიალებს. მინდა, მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ კეთილდღეობა, მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ის გვერდზე დაწერა.
„გილოცავთ!
დღეს მთელი საქართველო სვეტიცხოვლობას, მცხეთობას, იგივე კვართის დღესასწაულს ზეიმობს.
მცხეთა განსაკუთრებული ქალაქია, აქ სულ სხვანაირი სიმშვიდე და მადლი ტრიალებს. მინდა, მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ კეთილდღეობა, მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება!“ - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.