„თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დედაქალაქია, სადაც ტრადიციები და უახლესი კოსმოპოლიტიკური ტენდენციები ერთმანეთს ერწყმის“, - ამის შესახებ WanderLust წერს.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, გასაგებია, თუ რატომ სურდათ საქართველოს ძლიერ მეზობლებს - სპარსელებს, თურქებსა და რუსებს - ამ მიწის დაუფლება.
„თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დედაქალაქია, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ტრადიციები და უახლესი კოსმოპოლიტიკური ტენდენციები ერთმანეთს ერწყმის. თბილისის იდენტურობის საფუძველია მისი ისტორია: აქ ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, ლოცულობდნენ და იბრძოდნენ ადამიანები.
გასაგებია, თუ რატომ სურდათ საქართველოს ძლიერ მეზობლებს - სპარსელებს, თურქებსა და რუსებს - ამ მიწის დაუფლება. ბევრმა მათგანმა წარმატებიას მიაღწია, ცოტა ხნით მაინც, მაგრამ ქართველები გადარჩენის ოსტატები იყვნენ.
თბილისის მულტიკულტურალიზმი უდევს საფუძვლად მის ხელოვნებას, არქიტექტურასა და შემოქმედებით სტილს. თბილისს უყვარს განსხვავებულობა. მოემზადეთ გაოცებისთვის“, - წერია სტატიაში.