აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „სომხეთის ოკუპაციისგან“ კიდევ 8 სოფელი გათავისუფლდა.
„აზერბაიჯანის დიდებულმა არმიამ ფუზულის რაიონის სოფლები: გარადაღლი, ხათუნბულაგი, გარაკოლუ და ხოჯავენდის რაიონის სოფლები: ბულუტანი, მელიქჯანლი, კემერტუკი, ტეკე და თაგასერი გაათავისუფლა. დიდება აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია!“ - წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ „Twitter“-ში.