logo_geo
eng_logo
სტამბოლში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა
- +

29 ივნისი. 2016. 10:31


ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე, დაშავებულთა კი 140-მდე გაიზარდა.



ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.



თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში „კალაშნიკოვის" ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.



პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, ტერაქტები „ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner