logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: დაუყოვნებლივ გავწყვეტთ ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს
- +

14 ოქტომბერი. 2020. 18:00

 

 

„აზერბაიჯანი დაუყოვნებლივ გაწყვეტს ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეარხ Haberturk-თან ინტერვიუში.

 

„აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მთელმა მსოფლიომ აღიარა. არ მჯერა, რომ რომელიმე ქვეყანა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს, ვინაიდან ერთი საათიც არ გავა, რომ ასეთ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გავწყვეტთ“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

აზერბაიჯანის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხი კონფლიქტის დასრულების შემდეგ მთიან ყარაბაღში ერთად იცხოვრებენ.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ სომხები და აზერბაიჯანლები ამ რეგიონში თანაცხოვრებას შეძლებენ ისევე, როგორც დღეს ერთად ცხოვრობენ საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში. რატომ არ შეგვიძლია, ეს აქ გავაკეთოთ? ვფიქრობ, მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ჩვენი ხალხი საამისოდ უნდა მოვამზადოთ“, - დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner