logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობდა, რომ კვალიფიციური დასკვნა დადებულიყო გარეჯის საქმის გარშემო
- +

14 ოქტომბერი. 2020. 18:43

 

 

„რაც უფრო ნაკლები იქნება ამ საკითხში პოლიტიკა და მეტი იქნება კვალიფიციური დისკუსია, მით უფრო კარგია. დღეს საზოგადოებამ შეიტყო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ კვალიფიციური დასკვნა დადებულიყო გარეჯის საქმის გარშემო არსებულ მასალებთან დაკავშირებით“, - საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემაზე დაწყებულ გამოძიებაზე „დღის ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

 

„ამერიკულ იურიდიულ კომპანიას, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მუშაობს, გადაეცათ მასალები. ამ მასალების საფუძველზე მათ დადეს სამართლებრივი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, როგორ წარიმართებოდა აქამდე მოლაპარაკებების პროცესი და ამ მხრივ რას უნდა მიაქციო ქართულმა სახელმწიფომ ყურადღება. ხაზი გაესვა რამდენიმე მომენტს. პირველი ე.წ. 1:200 000 მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პოზიციებს. ამ იურიდიულ დასკვნაში ჩვენ ეს ამოვიკითხეთ. ის, რომ ეს რუკა აქამდე არ იყო გამოყენებული ასუსტებდა საქართველოს პოზიციებს მოლაპარაკების დროს. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია, რომ განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, გარკვეულწილად აძლევდა არგუმენტს, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს, რომ ეთქვა, გარკვეულწილად ხდებოდა ფაქტობრივი მდგომარეობის აღიარება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს დავითგარეჯთან დაკავშირებით არსებული რუკები და დოკუმენტები და დაასკვნეს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner