თურქეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება. დღის განმავლობაში დაგეგმილია ორი რეისი, რომელსაც „Turkish Airlines" განახორციელებს. კერძოდ, აღნიშნული ავიაკომპანიის „ბოინგი" სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისებს 18:10 საათსა და 21:15 საათზე შეასრულებს.
ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით წუხელ დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმდა.
სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა.