logo_geo
eng_logo
თურქეთიდან თბილისის მიმართულებით რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება
- +

29 ივნისი. 2016. 10:37


თურქეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება. დღის განმავლობაში დაგეგმილია ორი რეისი, რომელსაც „Turkish Airlines" განახორციელებს. კერძოდ, აღნიშნული ავიაკომპანიის „ბოინგი" სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისებს 18:10 საათსა და 21:15 საათზე შეასრულებს.



ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით წუხელ დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმდა.



სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner