logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე კუბილიუსი აგრძელებს ქართული საზოგადოების გაოცებას რეალობას აცდენილი გამონათქვამებით.
- +

14 ოქტომბერი. 2020. 19:39

 

 

„ნაცმოძრაობის“ მოკავშირე კუბილიუსი აგრძელებს ქართული საზოგადოების გაოცებას რეალობას აცდენილი გამონათქვამებით, - ამ კომენტარით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია გამოეხმაურა დავით გარეჯის საქმეზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის „ტვიტერის“ პოსტს.

 

მისი თქმით, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია.

 

 

შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას.

 

 

საინტერესოა, რა რექცია ექნებოდა კუბილიუსს, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო. კიდევ უფრო გაუგებარია მისი მხრიდან პანდემიის საწინააღმდეგო ნაბიჯების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სრულიად უსაფუძვლო, მიკერძოებული შეფასება.

 

კუბილიუსს შევახსენებ, რომ მასზე ბევრად მაღალი რანგის და ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, როგორც ევროკავშირში ასევე მის ფარგლებს გარეთ, აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ ერთის მხრივ, საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას და მეორე მხრივ, ქართული ეკონომიკის მდგრადობას.

 

შესამაბისად, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner