logo_geo
eng_logo
ზურაბ ზურაბ ნოღაიდელი: უშიშროების სხდომაზე პირდაპირ ითქვა, რომ დავით-გარეჯის სალოცავები ნებისმიერ შემთხვევაში აზერბაიჯანის მხარეს დარჩებოდა
- +

14 ოქტომბერი. 2020. 21:19

 

 

ჩვენ ამ საკითხის განხილვა გვქონდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე და სააკაშვილმა ამ სხდომაზე მომხსენებელს დაუსვა კითხვა, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შედეგად, საით აღმოჩნდებოდა დავით-გარეჯის კომპლექსი“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სხდომაზე ითქვა, რომ დავით-გარჯის სალოცავები, საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციებისა და რუკების შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში აზერბაიჯანის მხარეს დარჩებოდა.

 

საუბარი იმაზე არ იყო, რომ ჩვენს ხელთ სხვა რუკებია და სხვაგან სხვა და იმით უკეთესი პოზიციები გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველგვარი თუს გარეშე, დავით-გარეჯის სალოცავების ნაწილი დარჩებოდა აზერბაიჯანის მხარეს. შემდეგ ამას მოჰყვა განხილვა და საბოლო ჯამში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო კიდევ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩვენი ამოცანა იყო, ამ სალოცავების ქართულ და ქრისტიანულ სალოცავებად შენარჩუნება, თან ისინი იმ მომენტში უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ“- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner