logo_geo
eng_logo
ზურაბ ნოღაიდელი: სააკაშვილის ნათქვამი არ მომწონს, რაღაცნაირად თავის მართლებას ჰგავს
- +

14 ოქტომბერი. 2020. 21:33

 

 

არ შეიძლება სხვადასხვა პოზიცია გვქონდეს 2005 წელს, უშიშროების საბჭოზე და მერე განსხვავებული პოზიცია გვქონდეს 2020-ში, არჩევნების დროს.

 

ეს გამორიცხულია“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა „ქრონიკაში“ დავით-გარეჯის საკითზე საუბრისას განაცხადა.

 

 

ზოგიერთი მაშინდელი კოლეგის მიკიბულ-მოკიბული პოზიცია ძალიან არ მომწონს, იმიტომ, რომ ჩვენ აქ უნდა გავრეკვეთ, ხომ არ იქნა ვინმეს მიერ ხელთ არსებული ინფორმაცია გამოყენებული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო.

 

 

 სააკაშვილის ნათქვამი არ მომწონს მაგალითად. ის ამბობს, რომ მე ახლა შეიძლება რამე დამაბრალონ.

 

მე არ მინდა პოლიტიკური კომენტარების გაკეთება და არც იურიდიულ დასკვნას არ გავაკეთებ, მაგრამ ეს პოზიცია მიკვირს, ვინაიდან, ასეთი აბსურდის დაბრალება შეუძლებელია და ჰგავს რაღაცნაირად თავის მართლებას.

 

თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე სააკაშვილს ხელს ვერც დავადებ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არც დავაფარებ“- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner